13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ანდრეი სიბიგა: უკრაინამ მოპარული მარცვლეულით დატვირთული გემის დაკავება ისრაელისგან ოფიციალურად მოითხოვა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინამ ოფიციალურად მიმართა ისრაელს დიპლომატიური და სამართლებრივი არხებით და გემ PANORMITIS-თან დაკავშირებით ზომების მიღება მოითხოვა.

მისი ინფორმაციით, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ისრაელის ხელისუფლებას გემის დაკავების შესახებ შესაბამისი მოთხოვნა წარუდგინა.

სიბიგა განმარტავს, რომ გემი ეჭვმიტანილია მარცვლეულის ტვირთის ტრანსპორტირებაში, რომელიც უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული დახურული პორტიდან უკანონოდ, საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის კანონმდებლობის დარღვევით გადაიტანეს.

„ეს არ არის Twitter-ის დიპლომატია, არამედ ძალიან კონკრეტული სამართლებრივი და დიპლომატიური მოთხოვნა საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების შესახებ, რომელიც რეაგირებას მოითხოვს. ველით, რომ ისრაელის მხარე ამას ემოციური განცხადებებით კი არ უპასუხებს, არამედ სერიოზულად მიიღებს“, – აცხადებს სიბიგა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს საელჩო კობახიძის განცხადებაზე: ამ დროისთვის არაფერი გვაქვს გამოსაცხადებელი
შემდეგი სტატიასააკაშვილი: ამერიკის პრეზიდენტის დაცვა და ჩემი ყოფილი დაცვა ერთი და იგივე ხალხის გაწვრთნილი იყო