უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა.
როგორც სიბიგამ აღნიშნა, „დადგა დრო, კრემლის მიმართ მაქსიმალური ზეწოლა განხორციელდეს.“
„ალბათ დროა, ნულამდე შევამციროთ ყველა ის ვადა, რომელიც პუტინს მიეცა. პრეზიდენტი ტრამპი პუტინის მიმართ ზედმეტად გულუხვი და მომთმენი იყო, როცა გამოსავლის პოვნას ცდილობდა. დროა, მოსკოვზე მაქსიმალური ზეწოლა მოვახდინოთ“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელ X-ზე.
ინფორმაციისთვის, 31 ივლისის ღამეს რუსულმა ძალებმა კიევზე დრონებითა და რაკეტებით იერიში მიიტანეს. დაიღუპა, სულ მცირე, 6 ადამიანი.















