24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე: განვიხილეთ ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო საკითხები

შევთანხმდით, რომ კონტაქტს გავაგრძელებთ
ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, შეხვედრა მქონდა ქართველ კოლეგასთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან,
– ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, შეხვედრაზე ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო საკითხები განიხილეს.

„გავცვალეთ მოსაზრებები ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო მოვლენების ფართო სპექტრზე. ასევე განვიხილეთ ევროპული ინტეგრაცია და ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი გლობალურ საქმეებში“, – წერს სიბიგა.

მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივად მომგებიანი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებს საკითხი.

„შევთანხმდით, რომ შემდგომ კონტაქტს გავაგრძელებთ“, – აცხადებს სიბიგა.

banner
წინა სტატიაშიივანე ჩხაიძე: გრიპის ვირუსის სეზონი უკვე დასრულებულია და ახლა ქვეყანაში შემდეგი ვირუსები ცირკულირებენ
შემდეგი სტატიაკობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა