13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილთან საუბარზე – უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების საერთო ინტერესზე შევთანხმდით

ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბრის დროს ჩვენს ქვეყნებს შორის კონსტრუქციული დიალოგი აღვნიშნეთ და უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების საერთო ინტერესზე შევთანხმდით. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

“მოხარული ვიყავი, რომ ერევანში ცოტა ხნის წინ გამართული კონტაქტების შემდეგ დიალოგი გავაგრძელე ჩემს ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან.

ჩვენი დღევანდელი სატელეფონო საუბრის დროს ჩვენს ქვეყნებს შორის კონსტრუქციული დიალოგი აღვნიშნეთ და უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების საერთო ინტერესზე შევთანხმდით.

განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ინტერაქცია. ასევე დავადასტურეთ ჩვენი მზადყოფნა, რომ წინ წავწიოთ ორმხრივი თანამშრომლობა და შევინარჩუნოთ აქტიური კონტაქტი,” – წერს სიბიგა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საგარეო უწყება: უკრაინული მხარის ინიციატივით, გაიმართა მაკა ბოჭორიშვილის სატელეფონო საუბარი ანდრი სიბიჰასთან
შემდეგი სტატიამაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს