15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

ანდრეი სიბიგა – მადლობელი ვარ ჩემი შვეიცარიელი და ქართველი კოლეგების, გაერო-ს წესდებისა და ჰელსინკის პრინციპების დაცვის მხარდაჭერისთვის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას თქმით, დღეს, ვენაში, უკრაინის მოთხოვნით, ეუთო-ს მუდმივი საბჭოსა და უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის სპეციალური ერთობლივი სხდომა გაიმართა.

სიბიგას თქმით, მადლობელია შვეიცარიელი და ქართველი კოლეგების ლიდერობისთვის და ყველა ქვეყნის, რომელმაც გაერო-ს წესდებისა და ჰელსინკის პრინციპების დაცვას მხარი დაუჭირა.

„ამ ერთობლივ შეხვედრაზე განხილული იქნა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასშტაბური სარაკეტო დარტყმები და დრონებით თავდასხმები, ასევე, მოსკოვის უახლესი მუქარები. ეუთო-ს წევრმა სახელმწიფოებმა მკაფიოდ დაგმეს რუსული ტერორი და კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი მტკიცე ერთგულება უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების მიმართ“, – წერს სიბიგა X-ზე.

ანდრეი სიბიგას თქმით, შეხვედრის მოწვევის მიზნით ეუთო-ს შვეიცარიის თავმჯდომარეობისა და უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის საქართველოს თავმჯდომარეობის სწრაფ რეაგირებას აფასებს.

„პირადად მადლობელი ვარ ჩემი შვეიცარიელი და ქართველი კოლეგების, იგნასიო კასისისა და მაკა ბოჭორიშვილის, ლიდერობისთვის და ყველა ქვეყნის, რომელმაც დღეს გაერო-ს წესდებისა და ჰელსინკის პრინციპების დაცვას მხარი დაუჭირა“, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: საქართველოს მშვიდობას, ერთიანობას, ძლიერებასა და კეთილდღეობას ვუსურვებ
შემდეგი სტატია„ოპოზიციური ალიანსი“ საქართველოს მასშტაბით აანონსებს კამპანიას „საქართველო იმსახურებს უკეთესს“