29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ანდრეი სიბიგა: ევროკავშირთან მოლაპარაკებები ივნისში უნდა დაიწყოს

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ექვსივე კლასტერი 2026 წლის ივნისის ბოლომდე უნდა გაიხსნას — ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ყველა კლასტერის ივნისის ბოლომდე გახსნა სრულიად რეალური მიზანია, ვინაიდან კიევმა ევროკავშირის ყველა პირობა შეასრულა:

„გამოვდივართ იქიდან, რომ კლასტერები ივნისში უნდა გაიხსნას. ორბანის მთავრობის მიერ შექმნილი მთავარი პოლიტიკური დაბრკოლება მოხსნილია. ვფიქრობთ, რომ სამართლიანია ევროკავშირისგან შეფასების მიღება და ეს შეფასება კლასტერების გახსნას გულისხმობს“, — აღნიშნა სიბიგამ.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შვედეთის ქალაქ ჰელსინგბორგში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა უნგრელ კოლეგასთან. შეხვედრაზე მხარეებმა ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით ექსპერტების დონეზე გამართული ორმხრივი კონსულტაციების პირველი რაუნდი შეაფასეს და შეთანხმდნენ, რომ მომავალ კვირას მომდევნო რაუნდი გაიმართება.

banner
წინა სტატიაში“3 წელი ვცდილობდი პატრიარქთან შეხვედრას, გამომიშვეს”- რას ამბობს კაცი, რომელიც ეზოში მანქანით შევარდა
შემდეგი სტატიაყალბი SMS-ები სიჩქარის გადაჭარბებაზე: შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, საეჭვო ბმულებზე არ გადავიდნენ