ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტით, უკრაინამ რუსეთს ევროპაზე გავლენის ერთ-ერთი ბოლო ბერკეტი ჩამოართვა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში რუსული გაზის ტრანზიტის ბლოკირებით, უკრაინამ რუსეთს ევროპაზე გავლენის ერთ-ერთი ბოლო ბერკეტი ჩამოართვა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დარწმუნებულია, რომ უკრაინის ტერიტორიის გავლით რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტა შეამცირებს რუსეთის უნარს, გავლენა მოახდინოს ევროპაზე და გამოიყენოს გაზი იარაღად.

„უკრაინამ არა მხოლოდ რუსული გაზის ტრანზიტი დაბლოკა, არამედ პუტინს ჩამოერთვა ევროპაში გავლენის ერთ-ერთი უკანასკნელი ბერკეტი და ენერგიის იარაღად გამოყენების შესაძლებლობა. ევროპა და მსოფლიო უფრო უსაფრთხო იქნება რუსული გაზის, ნავთობისა და სხვა დამოკიდებულების გარეშე, ისევე როგორც თავად რუსეთის გარეშე“, – წერს სიბიგა.

შეგახსენებთ, პირველი იანვრიდან კიევმა ევროპაში რუსული გაზის უკრაინის გავლით ტრანზიტი შეწყვიტა.

banner
წინა სტატიაშირუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – ვულოცავ პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას – მოუთმენლად ველით ქართველი ხალხისა და ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებების მიმართ უწყვეტ მხარდაჭერას