მატვეი განაპოლსკი: ქართველებს უთხარით მარტივი ფრაზა : „გაიწიე, გენაცვალე“ (ვიდეო)

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 16, 2016 16:38

მატვეი განაპოლსკი: ქართველებს უთხარით მარტივი ფრაზა : „გაიწიე, გენაცვალე“ (ვიდეო)

12უკრაინელი ჟურნალისტი მატვეი განაპოლსკი ვიდეო-მიმართვას ავრცელებს სახელწოდებით „საქართველომ უკრაინა გაყიდა“, რომლის სრულ ტექსტს გთავაზობთ „თაიმერი“:
„წარმოუდგენელი რამ მოხდა – საქართველომ ხმა არ მისცა, კენჭი არ უყარა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ აგრესიას აღიარებდა აღმოსავლეთ უკრაინაში და რომლითაც ყირიმი და დონბასი ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოცხადდა და სადაც ამ ტერიტორიებიდან რუსეთს გასვლას ითხოვდნენ.
ხმა არ მისცეს.
მხარი არ დაუჭირეს.
ითვლება, რომ ეს საქართველოს არაოფიციალურმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მოითხოვა, რომელზეც ამბობენ, რომ „გაზპრომის“ ერთ-ერთი აქციონერია. ნამდვილად, გაზპრომის მეწილე იყო და შენს დელეგაციას უფლება მისცე რუსეთის წინააღმდეგ ხმა მისცეს, უცნაური იქნებოდა.
ასე, რომ ივანიშვილი ლოგიკურად, როცა უკრაინა გადააგდო, მართალი იყო.
მაგრამ არის სხვა ლოგიკაც. რომელიც უკრაინისთვის მნიშვნელოვანია.
მაშ ასე, როცა ქართველისგან გესმის ის, რომ უკრაინელი მისი საუკეთესო მეგობარია, იცოდეთ, რომ ეს ტყუილია. როცა საქართველოში მიდიხართ და თეფშზე ხაჭაპურს გიდებენ და ჭიქაში გისხამენ ღვინოს და ხალხთა ერთობაზე როცა გიყვებიან, გახსოვდეთ, რომ მათ მხოლოდ თქვენი ფული სჭირდებათ.მეტი არაფერი. მათ თქვენი ფული უნდათ , ისევე, როგორც „ბორჯომისთვის“, რომელიც საქართველოში თეთრები ღირს, უცხოეთში კი ისეთი ძვირი ღირს, როგორც ელიტური წყალი.
არ არის წართმეული აფხაზეთი და სამხერეთ ოსეთი, რომლებიც რუსეთის ბიუჯეტზე არსებობს.
აგრესორის ყველა შეურაცხყოფა, დავიწყებულია.
ახლა საქართველოს დოქტრინა მარტივია – არ გაანაწყენოს რუსეთი და ივაჭროს იმითი, რასაც საუკუნეები აკეთებდა – ღვინოთი, მზის ჩასვლებით და სიმღერებით.
კიდევ, უნდათ ევროპა და ნატო. ეს როგორ ხდება, ევროპის სურვილი, თუკი აგრესორს აგრესორს არ უწოდებ, და ოკუპაციას ოკუპაციად არ აღიარებ. მაგრამ ეს დღევანდელი საქართველოა.
ასე, რომ თუკი საქართველოში ჩახვალთ და ჯადოსნული ქართული მრავალხმიანობით მეგობრობაზე გიმღერებენ სიმღერას, ქართველებს უთხარით მარტივი ფრაზა : „გაიწიე, გენაცვალე“ – ამბობს განაპოლსკი მიმართვაში.

https://www.youtube.com/watch?v=wPSS2wbiUyA

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 16, 2016 16:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,804
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics