უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი აშშ-ში ჩასვლის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს:
“უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც ხელმძღვანელობს პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, იულია სვირიდენკო, ვაშინგტონში ჩამოვედით. ჩვენს გვერდით იმყოფებიან თავდაცვის სამინისტროსა და პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლებიც”.
‘’ჩვენ აქტიურად დავაყენებთ უკრაინისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. დღის წესრიგი საკმაოდ კომპლექსურია. ვგეგმავთ საუბარს თავდაცვით მხარდაჭერაზე და ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე, აგრეთვე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე — მათ შორის, სენატორ გრემის კანონპროექტზე. ასევე განვიხილავთ რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდთან დაკავშირებულ შეთანხმებას, რომელიც მანამდე უკვე გავაფორმეთ’’.
‘’გარდა ამისა, ვისაუბრებთ რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საკითხზე და ამ პროცესის მხარდაჭერაზე’’.
‘’დაგეგმილია საუბარი რუსეთის პროპაგანდაზეც, რომელიც ეკლესიის საკითხებს ეხება’’.
‘’განვიხილავთ შეხვედრების შედეგებს სტამბოლში, ასევე იმას, თუ როგორ აჭიანურებს რუსეთი ცეცხლის შეწყვეტასა და მოლაპარაკებებს ომის გასაგრძელებლად’’, – აღნიშნავს ერმაკი.