უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი, თავის გუნდთან ერთად, ვაშინგტონში უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა.
„განვიხილეთ ფრონტზე არსებული ვითარება, სტამბოლში გამართული შეხვედრების შედეგები, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებისა და უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდის მნიშვნელობა. ასევე, ვისაუბრეთ რუსეთის მიერ გატაცებულ ბავშვებზე“, – განაცხადა ერმაკმა.
ერმაკის თქმით, კელოგს განუცხადა, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა არ შეწყვიტოს ცეცხლი და ეს „ძალით უნდა შეაჩერონ“.