ანდრეი ერმაკი – უკრაინა არ არის მზად რუსეთთან კომპრომისზე წასასვლელად

უკრაინა არ არის მზად რუსეთთან კომპრომისზე წასასვლელად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

ვაშინგტონში ვიზიტისას ერმაკმა აღნიშნა, რომ კიევი მოისმენს ნებისმიერ რჩევას, თუ როგორ უნდა მიაღწიოს „სამართლიან მშვიდობას“ ომში, თუმცა უკრაინა არ არის მზად რუსეთთან კომპრომისზე წასასვლელად და ომის დასასრულებისთვის რომელიმე ტერიტორიის დასათმობად.

„ჩვენ მზად არ ვართ კომპრომისზე წავიდეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებისა და ღირებულებების სანაცვლოდ, ესენია: დამოუკიდებლობა, თავისუფლება, დემოკრატია, ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი“, – განაცხადა ერმაკმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ აფასებს უკრაინა განცხადებებს, რომ დონალდ ტრამპი გაუმკლავდება ომს, ერმაკმა უპასუხა: „არ ვიცი. ვნახოთ“.

banner
წინა სტატიაში„როიტერი” – გამოკითხვის თანახმად, ყოველი მესამე დემოკრატი ფიქრობს, რომ ჯო ბაიდენმა არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა უნდა მოხსნას
შემდეგი სტატიაPolitico – ტრამპის გუნდი რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად „კრემლთან გარიგების“ ვარიანტს განიხილავს – საუბარი საქართველოსაც შეეხება