ანდრეი ერმაკი: თავდაცვით პოზიციაზე გადასვლას ხშირად ომის გაყინვას იწვევს ამას 2014 წლიდან ვხედავდით

„არასდროს არ დავთანხმდებით პუტინთან გაყინულ კონფლიქტს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ თავდაცვითი ომის წარმოება შეუძლებელია.

„შეუძლებელია თავდაცვითი ომის წარმოება. თავდაცვით პოზიციაზე გადასვლას ხშირად ომის გაყინვას იწვევს. ამას 2014 წლიდან ვხედავდით. არასდროს არ დავთანხმდებით პუტინთან გაყინულ კონფლიქტს. გამოსავალი იმაში კი არ მდებარეობს, რომ გავჩერდეთ, არამედ იმაში, რომ რეალისტები ვიყოთ, ძლიერები ვიყოთ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიყოთ და არ გავჩერდეთ“, – განაცხადა ერმაკმა.

მისი თქმით, ფრონტზე მყოფი ჯარები უჩივიან რესურსების ნაკლებობას და ამბობენ, რომ წინსვლას ვეღარ ახერხებენ.

„ეს ნამდვილად პრობლემაა და ამის დამალვას აზრი არ აქვს. ზოგიერთ ჯარისკაცს დასვენება სჭირდება. მთავრობა და გენერალური შტაბი მობილიზაციის შესახებ ახალ კანონზე მუშაობს, რომელიც მალე პარლამენტს წარედგინება“, – დასძინა მან.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთიან რეგიონებში 21 იანვრიდან 23 იანვრამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ქარბუქი, ნისლი
შემდეგი სტატიაჯო ბაიდენი – აშშ-მა უკრაინის მხარდაჭერა უნდა განაგრძოს, რათა უკრაინელები არ დაეცნენ