«РБК-Украина» საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი აშშ-ში მიფრინავს.
იგივე გამოცემა გუშინ საღამოს, საერთაშორისო ფერენების მონიტორინგის ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ 2 ივნისს, საღამოს პოლონეთის აეროპორტ იასენკადან ირლანდიისკენ დაიძრა ვოლოდიმირ ზელენსკის Airbus A319, სადაც ის რამდენიმე საათს შეჩერდა, შემდეგ კი ენდრიუსის ამერიკული ავიაბაზისკენ დაიძრა, რომელიც ტეხასის შტატში მდებარეობს.
ოფიციალური ინფორმაცია აშშ-ში ან ზელენსკის, ან ერმაკის ვიზიტის შესახებ არ გავრცელებულა.