“რუსეთი უკვე მზად არის სუმის ოლქზე თავდასხმისთვის. მათ საკმარისი ძალები ჰყავთ თავმოყრილი საზღვართან”— აცხადებს უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესმდივანი, ანდრეი დემჩენკო. მისი თქმით, კურსკის ოლქის მოსაზღვრე რაიონებში დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალისა და საბრძოლო ტექნიკის კონცენტრაცია ფიქსირდება.