ანდრეას მამიკინსი: ვიზალიბერალიზაცია ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებისთვის საქართველოს უფრო მიმზიდველს გახდის

სავიზო რეჟიმის გაუქმება გაზრდის საქართველოს მიმზიდველობას მისი ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის, რაც ხელს შეუწყობს ამ კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებას, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე მომხსენებელმა, ევროპარლამენტის წევრმა, სოციალ-დემოკრატების ალიანსის წარმომადგენელმა ლატვიელმა დეპუტატმა ანდრეას მამიკინსიმ განაცხადა.

ანდრეას მამიკინსის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებისთვის საქართველოს უფრო მიმზიდველს გახდის.

“ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებს დიდ სარგებელს მოუტანს და ჩვენ ვაფასებთ მას იმის გამო, თუ რამდენად გაზრდის ის ადამიანებს შორის კონტაქტის პოტენციალს, მათ შორის სტუდენტებს, აკადემიკოსებს, მასწავლებლებსა და ბიზნესმენებს შორის. სავიზო რეჟიმის გაუქმება გაზრდის საქართველოს მიმზიდველობას მისი ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის, რაც ხელს შეუწყობს ამ კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებას”, – განაცხადა მამიკინსმა.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.

banner
წინა სტატიაში„ეს არის მხარდაჭერა საქართველოს სახელმწიფოებირობის და დამოუკიდებლობის, იმ გამოწვევების ფონზე, რასაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი გვიქმნის”
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე: ელჩის განცხადებები მიუღებელია არამარტო სამინისტროსთვის, არამედ მთავრობისთვისაც