ანდრეას მამიკინსი: ევროპარლამენტმა უნდა განახორციელოს საქართველოში არჩევნების წინ ვითარების მონიტორინგი

ევროპარლამენტმა უნდა განახორციელოს საქართველოში არჩევნების წინ ვითარების მონიტორინგი და გააგზავნოს არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია იმის უზრუნველსაყოფად, რომ დაცულია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე მომხსენებელმა, ევროპარლამენტის წევრმა, სოციალ-დემოკრატების ალიანსის წარმომადგენელმა ლატვიელმა დეპუტატმა ანდრეას მამიკინსიმ განაცხადა.

მისი თქმით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ყოველთვის უსვამდა ხაზს კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, დემოკრატიული პრინციპების პატივისცემის მნიშვნელობას.

„ამ კონტექსტში კომიტეტი გააგრძელებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მონიტორინგს განსაკუთრებით ამ სფეროებში, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, რომელიც იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის. ევროპარლამენტმა უნდა განახორციელოს არჩევნების წინ ვითარების მონიტორინგი და გააგზავნოს არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია იმის უზრუნველსაყოფად, რომ დაცულია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები. ნებისმიერი ძალადობა არის და იქნება უმკაცრესად დაგმობილი”, – განაცხადა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე: ელჩის განცხადებები მიუღებელია არამარტო სამინისტროსთვის, არამედ მთავრობისთვისაც
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე: ვეტოს არავითარი საფუძველი არ არსებობს