ანდერს ფოგ რასმუსენი – საერთაშორისო დამკვირვებლების პირველადი შეფასებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული და თავისუფალი იყო

მიხარია, რომ შაბათს ჩატარებულმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ქართველების ერთგულება ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. მაღალი იყო ამომრჩეველთა აქტივობა პანდემიის მიუხედავად, – ამის შესახებ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი „ფეისბუქზე“ წერს.

რასმუსენი აღნიშნავს, რომ 31 ოქტომბერს, გარე ძალების ჩარევის საგულისხმო შემთხვევები არ გამოვლენილა.

„საერთაშორისო დამკვირვებლების პირველადი შეფასებით, საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული და თავისუფალი იყო. თუმცა, არჩევნების შედეგებისადმი ნდობის განსამტკიცებლად, საჭიროა დარღვევების სათანადოდ გადაწყვეტა.

31 ოქტომბერს, გარე ძალების ჩარევის საგულისხმო შემთხვევები არ გამოვლენილა. დემოკრატიების ალიანსის ფონდმა იმუშავა ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიასთან, რომ დაენერგა ღირსეული, ეთიკური ციფრული კამპანიის პრინციპები, რაც არ მისცემდა მავნე ძალებს ნოყიერ ნიადაგს ჩარევისთვის. თუმცა, ეს სიმშვიდისთვის არ კმარა. იმედი მაქვს, ქართული პოლიტიკური პარტიები გააგრძელებენ დემოკრატიის დაცვას ფრონტის წინა ხაზებიდან. მე კი, განვაგრძობ ხმა ავიმაღლო საქართველოს ევროატლანტიკური გზის მხარდასაჭერად!“,- წერს ანდერს ფოგ რასმუსენი.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა: მოეგეთ დროზე გონს და ჩაატარეთ პატიოსანი არჩევნები და არა ეს რაღაცა შამანობა
შემდეგი სტატიაკეილ ბრაუნი: ხარვეზები და დოკუმენტური დარღვევები უნდა მოგვარდეს