ანდერს ფოგ რასმუსენი – ნატო-მ 2008 წელს რუსეთის სამხედრო პოტენციალი არასწორად შეაფასა და შეცდომა დაუშვა, რომ უკრაინას და საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არ მისცა

ნატო-მ 2008 წელს შეცდომა დაუშვა რუსეთის სამხედრო პოტენციალის შეფასებებში და იმაში, რომ უკრაინას და საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არ მისცა, – ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, „ფორინ ფოლისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

რასმუსენის თქმით, ნატო-ს პოზიციების გაყოფამ არასწორი სიგნალი გაუგზავნა პუტინს, რომელიც საქართველოს თავს დაესხა 2008 წლის აგვისტოში სამიტიდან რამდენიმე თვის შემდეგ. მეორე შეცდომა, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის თქმით, იყო სუსტი რეაქცია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე 2014 წელს, როდესაც შემოღებული იქნა „რბილი“ სანქციები.

ნატო-ს ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, ასეთმა პოლიტიკამ რუსეთის პრეზიდენტს დაუტოვა შთაბეჭდილება, რომ მას შეეძლო, გაეგრძელებინა მიწის ძალით მიტაცება თითქმის ყოველგვარი ფასის გარეშე.

„პუტინს დამცირებისგან ვერ ვიხსნით. ბატონი პუტინისთვის სახის გადარჩენის ღირებულება გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე რუსული ჯარების აშკარა დამარცხება უკრაინაში. ასე რომ, ჩემი დასკვნა ასეთია: უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი, რადგან თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, ის არ გაჩერდება. ის გააგრძელებს ქმედებებს მოლდოვაში, საქართველოში და საბოლოოდ ასევე ზეწოლას მოახდენს ბალტიისპირეთის სამ ქვეყანაზე. ამიტომ, უკრაინელებმა უნდა გაიმარჯვონ და ბრძოლის ნებაც აქვთ. ჩვენი მოვალეობაა, მივცეთ მათ ბრძოლის საშუალებები“,- თქვა რასმუსენმა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი: პირველად საქართველოს საარჩევნო პრაქტიკაში დადასტურდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები, რომელზეც მთლიანად იყო აწყობილი პარტიების პროტესტი – იყო ტყუილი
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი- საპარლამენტო მედიას: 21-ე საუკუნეში სიტყვას და გამოსახულებას დიდი ძალა აქვს – გისურვებთ, რომ მაღალი პასუხისმგებლობით მოეპყროთ ამ ძალას