ანდერს ფოგ რასმუსენი – გერმანიის კანცლერი ახლა უარს ამბობს უკრაინისთვის „ტაურუსის“ ტიპის რაკეტების მიწოდებაზე, ეს ყოყმანი პუტინს დამატებით სტიმულს აძლევს ომის გასაგრძელებლად

გერმანია ყოყმანობს უკრაინის შეიარაღების მხარდაჭერის საკითხში. ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.

რასმუსენის აზრით, გერმანიაში ზედმეტად ყოყმანობდნენ, როდესაც უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ეხებოდა საქმე.

„ჩვენ ყველას გვახსოვს რამდენიმეთვიანი დისკუსიები „ლეოპარდის“ ტიპის ტანკების შესახებ. ახლა კანცლერი უარს ამბობს „ტაურუსის“ რაკეტების მიწოდებაზე. მე ნამდვილად არ მესმის, რატომ. ეს ყოყმანი პუტინს მხოლოდ დამატებით სტიმულს აძლევს ომის გასაგრძელებლად“, – აღნიშნა ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.

რასმუსენმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერაში ყოყმანი შოლცს არა მშვიდობის, არამედ მარადიული ომის კანცლერად აქცევს.

როგორც ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ამბობს, ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს კანცლერს, რაც შეიძლება მალე მოხსნან ყველა შეზღუდვა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების თვალსაზრისით.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – რაც დღეს ფეხბურთის მოედანზე უნდა მოხდეს, ფეხბურთზე ბევრად მეტია, მჯერა, ჩვენი ბიჭების ბრძოლა დღესაც სიამაყით გვათქმევინებს – ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ვართ საქართველო!
შემდეგი სტატიაეუთოს საპარლამენტო ანსაბლეამ რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოცოდად აღიარა