ანატოლი ბიბილოვს პრეზიდენტობა გაუტკბა

მომავალ წელს ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. მოქმედი პრეზიდენტი მესამედ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას.
პირველად მან ბედი 2011 წელს სცადა. ის სახელისუფლებო კანდიდატი იყო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. გამარჯვებული პირველმა ტურმა ვერ გამოავლინა. მასთან ერთად მეორე ტურში ალა ჯიოევა გავიდა.
მეორე ტური ჯიოევამ მოიგო, მაგრამ მოგება არ გაუფორმეს. საქმე კინაღამ სამოქალაქო ომამდე მივიდა. დაინიშნა რიგგარეშე არჩევნები. სადაც ბიბილოვმა კენჭი აღარ იყარა. არჩევნები ლეონიდ თიბილოვმა მოიგო.
2017 წელს ბიბილოვმა თიბილოვს მოუგო არჩევნები და ცხინვალის მეთაური გახდა. მას რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ლობირებს.

banner
წინა სტატიაშიჯვარი მეორე ჩერნობილია
შემდეგი სტატია2 ოქტომბრის არჩევნებში ხმის ელექტრონულად დათვლის საპილოტე პროექტი – კრწანისის საარჩევნო ოლქში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა