ანატოლი ბიბილოვმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონის რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მოქმედმა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონის რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რამდენიმე დღის წინ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ალან გაგლოევი გამოაცხადეს, რომლის ე.წ. ინაუგურაცია 21 მაისის შემდეგ იგეგმება.

მანამდე, გაგლოევმა თქვა, „როგორც კი დრო მოვა, სამხრეთ ოსეთი მზად იქნება რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩასატარებლად“.

banner
წინა სტატიაშირუსეთს სურს ახალი შეთანხმებისთვის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა როგორც უკრაინასთან, ასევე დასავლეთთან
შემდეგი სტატიაერდოღანმა ნატოში შვედეთისა და ფინეთის ხილვის “უსურველობის” მიზეზებზე გააკეთა განცხადება