ანატოლი ბიბილოვი 2021 წლისთვის საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს აკეთებს

“საქართველოს უფლება აქვს შეუერთდეს იმ ალიანსს, რომელსაც უნდა, სამხრეთ ოსეთი ამას წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. ამავე დროს, არ შეიძლება ამან შეშფოთება არ გამოიწვიოს, ამიტომ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ რესპუბლიკის ხალხი შესაძლო პროვოკაციებისა და ძალადობრივი სცენარებისგან დავიცვათ. ამიტომ, სამხრეთ ოსეთი რუსეთთან ერთად უსაფრთხოების ერთობლივ ზომებს მიიღებს, ამავე დროს, მიღებული ზომები ჩვენს საზღვრებთან ნატოს ჯარის გამოჩენის მიმართ შესაბამისი უნდა იყოს” – ასეთი კომენტარი გააკეთა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 2021 წლისთვის საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.
დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ასევე დააზუსტა, რომ საქართველოს ნატოში შესაძლო გაწევრიანებათან დაკავშირებით რუსეთი საკუთარ სამხედრო ძალებს გაზრდის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

banner
წინა სტატიაშილევან კორტავას მამიდა და კახა კუკავა, სოზარ სუბარისა და მირზა სუბელიანის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ
შემდეგი სტატიაროგორც ჩანს, სამთავრობო სტრუქტურებმა სიტყვა მეცნიერების აზრი არ იციან