ანატოლი ბიბილოვი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ბიბილოვმა და პუტინმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე, მათ შორის ტვირთბრუნვაზე იმსჯელეს.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, 2008 წლის შემდეგ სამხრეთ ოსეთში სიტუაცია დასტაბილურდა, ხოლო მოსკოვი ცხინვალის სამხედრო და სასაზღვრო უსაფრთხოებითვის უზრუნველყოფისთვის “ძალიან ბევრს აკეთებს”.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი მოსკოვში გუშინ ჩავიდა.ანატოლი ბიბილოვისა და ვლადიმერ პუტინის ბოლო შეხვედრა 2 მაისს სოჭში გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიშსს: აეროპორტში ევაკუცია 112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა
შემდეგი სტატიააეროპორტში ევაკუაცია ცრუ შეტყობინების გამო გამოცხადდა