ანატოლი ბიბილოვი რუსეთის კავკასიის ახალ მინსტრთან თანამშრომლობას იმედოვნებს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი იმედოვნებს, რომ რუსეთის ფედერაციის კავკასიის ახალ მინსტრთან სერგეი ჩებოტარიოვთან თანამშრომლობა წარმატებული იქნება.
“მას ვიცნობ როგორც ენერგიულ და ინიციატივიან ადამიანს, და დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობა სამომავლოდაც განვითარდება სხვადასხვა სფეროებში” – თქვა ბიბილოვმა.

18 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ახალი მთავრობა დაამტკიცა. ჩრდილოეთ კავკასიის მინისტრად სერგეი ჩებოტარიოვი დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკომ ყირიმის სტატუსის შეცვლა დააანონსა
შემდეგი სტატიასოხუმში გზების შეკეთებას ითხოვენ