ანატოლი ბიბილოვი: “დღეს ჩვენ ფაქტიურად რუსეთი ვართ”

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ “რესპუბლიკა რუსეთის შემადგენლობაში უნდა იყოს”. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსული სააგენტო “РИА Новости”.
“სამხრეთ ოსეთი უნდა იყოს რუსეთის შემადგენლობაში. ეს ჩვენი ისტორიული სამშობლოა. ჩვენ 80 წელი ვცხოვრობთ რუსეთის გარეთ, თუმცა დღეს ჩვენ ფაქტიურად რუსეთი ვართ – ჩვენი მოქალაქეები რუსეთის მოქალაქეებიც არიან, ჩვენი ეკონომიკა მიბმულია რუსეთზე, ხელფასების და პროგრამების დაფინანსება რუსეთის ბიუჯეტიდან ხდება”,- აღნიშნა ბიბილოვმა. მისი თქმით, “სამხრეთ ოსეთი მზადაა ნებისმიერ დროს ჩაატაროს რეფერენდუმი რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით”.

banner
წინა სტატიაშიპოეტი რომ პოლიციელს აგინებს, ეს დანაშაულია, ხოლო ფხიზელი პრემიერი რომ პარლამენტის დეპუტატს აგინებს – ეს ღირსების ლეგიტიმური დაცვაა?
შემდეგი სტატიასპეცოპერაციისას დაჭრილი ახალგაზრდა უკვე თბილისშია