ანასტასია ზაუტაშვილის შვილი ბესელიასა და კობახიძისთვის ქრთამის გადახდას ადასტურებს

ე.წ. კოკაინის საქმეზე ბრალდებულ ანასტასია ზაუტაშვილის შვილი, ლაშა ორბელაძე, რომელიც ამჟამად ბელორუსში იმყოფება, ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძისთვის ქრთამის გადახდას ადასტურებს და ასევე მიუთითებს თანხის დაახლოვებით ოდენობას.

ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ქართულმა გაზეთმა გაავრცელა.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, ლაშა ორბელაძესთან პირად ურთიერთობაში მყოფმა პირმა ქართულ გაზეთს მიმოწერის ამსახველი ფოტომასალა გადასცა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, წყაროს ნებართვით და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ქართული გაზეთი მიმოწერას უცვლელად ასაჯაროვებს.

banner
წინა სტატიაშიჯანელიძე თურქეთის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეცვლაზე ინფორმაციას არ ადასტურებს
შემდეგი სტატიანოდარ ჯავახიშვილი საახალწლოდ გზებზე შექმნილი პრობლემების გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის