ანასტასია ზაუტაშვილი პრეზიდენტს შეწყალებას კიდევ ერთხელ სთხოვს

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, ზვიად ქორიძე ადასტურებს, რომ ქალთა მეხუთე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ანასტასია ზაუტაშვილს შეხვდა.

როგორც ქორიძე აცხადებს, მიმდინარეობს შეწყალების საკითხთან დაკავშირებით კომისიის სხდომა და შეწყალების მსურველთა სიაში ანასტასია ზაუტაშვილიც არის.

„ვადასტურებ, რომ მე ნამდვილად მქონდა შეხვედრა ქალთა მეხუთე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ანასტასია ზაუტაშვილთან და ვადასტურებ, რომ შეხვედრის დროს, მე მას განვუმარტე, რომ მას შეუძლია შემოიტანოს განცხადება, თხოვნა შეწყალების თაობაზე, როგორც კი გავა უარის თქმიდან 4 თვენახევარი. როგორც იცით, პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული დებულებით, უარის თქმიდან მხოლოდ 6 თვის შემდეგ შეუძლია კომისიას, განიხილოს ამა თუ იმ მსჯავრდებულის შეწყალების თაობაზე, მაგრამ ოთხ თვენახევარი არის დათქმული იმიტომ, რომ დანარჩენი თვენახევარი არის საჭირო, იმისათვის, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოვიდეს ყველა საბუთი, რაც არის შეწყალების პროცესისთვის საჭირო. ეს განმარტება მე ნამდვილად გავუკეთე ქალბატონ ანასტასიას იმიტომ, რომ ნებისმიერმა მსჯავრდებულმა უნდა იცოდეს დეტალები, თუ მას ამის შესახებ არ ჰქონდა კონკრეტული ინფორმაცია, ან ცოდნა. ახლა, ამ ხანებში მიმდინარებს შეწყალების საკითხთან დაკავშირებით კომისიის სხდომა და ამ სხდომის დღის წესრიგში არის წარმოდგენილი მსჯავრდებულთა შეწყალების მსურველთა ორი სია, ერთი რომელიც ვადის კრიტერიუმებს აკმაყოფელებს და მეორე – რომელიც არ აკმაყოფილებს. მეორე სიაში, სადაც არიან ის მსჯავრდებულები, რომელთაც არ აქვთ ჯერ მოხდილი ის ვადა, რაც საკმარისია მათი საქმის არსებითი განხილვისთვის, ამ სიაში ახლაც არის ქალბატონი ანასტასია ზაუტაშვილის საქმე”, – აცხადებს ქორიძე.

https://www.youtube.com/watch?v=hpmrpIxHmjI&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიინფორმაცია გამოძიებიდან ჟონავს – ზვიად ქორიძე
შემდეგი სტატიარაგბის კავშირი საპრეზიდენტო კანდიდატების გარეშე დარჩა