ანას გააჩნია უფლება გამოხატოს და ჰქონდეს პრინციპული პოზიცია-პრეზიდენტი შვილის განცხადებებს ეხმაურება

news
ავტ.: news მარტი 20, 2017 19:20

ანას გააჩნია უფლება გამოხატოს და ჰქონდეს პრინციპული პოზიცია-პრეზიდენტი შვილის განცხადებებს ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტი ანა მარგველაშვილის მიერ გამოთქმულ იმ მოსაზრებებს გამოეხმაურა, რომელიც მიხეილ თათარიშვილის დაკავებას და მისთვის ნარკოტიკის ჩადებას ეხებოდა. პრეზიდენტი ამბობს, რომ თავისუფალი ქვეყანა ვერ შედგება, თუ ნებისმიერი მოქალაქე არ იბრძოლებს თავისი და თავისი ახლობლების უფლებებისათვის.

„ყოველთვის ასე ვასწავლიდი და ყველა საქართველოს მოქალაქეს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს ვურჩევ, რომ იყვნენ ძალიან პრინციპულები, თუ მათ მიაჩნიათ, რომ მათი ან მათი ახლობლის უფლება ირღვევა. შესაბამისად, ანა არის ზრდასრული მოქალაქე ამ ქვეყნის და მას გააჩნია უფლება გამოხატოს და ჰქონდეს პრინციპული პოზიცია. საერთოდ ვფიქრობ, რომ თავისუფალი ქვეყანა ვერ შედგება, თუ ნებისმიერი მოქალაქე არ იბრძოლებს თავისი და თავისი ახლობლების უფლებებისათვის,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ანა მარგველაშვილმა მეგობრის დაკავება პრეზიდენტის განცხადებებს დაუკავშირა.

news
ავტ.: news მარტი 20, 2017 19:20

Google სტატისტიკა


4,081
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics