„ანას ბაღის“ მიმდებარედ მოსახლეობამ აქცია გამართა

„არა ბეტონს – გვინდა მწვანე სივრცე“, – ამ ლოზუნგით „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობამ აქცია-პერფორმანსი გამართა.

აქციის მონაწილეებმა საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო მოედანზე სიმბოლურად სხვადასხვა მცენარის თესლები გადაყარეს და ბაღის მიმდებარედ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

მათი თქმით, ახალი საცხოვრებელი კორპუსი „ანას ბაღს“ ემიჯნება და რეკრეაციულ სივრცეს საფრთხეს უქმნის, ამიტომ ისინი მერიისგან ადგილმონაცვლეობას ითხოვენ.

„ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ წარმომადგენელი აქციის მონაწილეების საპასუხოდ განმარტავს, რომ მშენებლობა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს და ის არათუ საფრთხეს უქმნის ბაღს, არამედ პროექტით მისი გაფართოებაა დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშიტოკიოში მიმდინარე წლის პირველ სუპერტურნირზე ტოჩინოშინმა პირველი გამარჯვება მოიპოვა
შემდეგი სტატიაბიბილოვის მიერ მძევლად აყვანილი ახალგორელები უწამლობით იხოცებიან