“ანამ დამირეკა და მითხრა, რომ მოხდა რაღაც დაკავება…”- პრეზიდენტი შვილის მიერ გამართულ აქციაზე საუბრობს

Georgian Dream ruling coalition's presidential candidate Georgy Margvelashvili, left, kisses his daughter Anna, outside a polling station during presidential election in Tbilisi, Georgia, Sunday, Oct. 27, 2013. Georgians are voting Sunday for a president to succeed Mikhail Saakashvili, who during nearly a decade in power has turned this former Soviet republic into a fledgling democracy and a staunch U.S. ally. (AP Photo/Georgy Abdaladze)

საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება და გარკვეულწილად ვალდებულებაც, გამოხატოს თავისი პოზიცია- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი მისი შვილის, ანა მარგველაშვილის მიერ გამართულ აქციაზე საუბრისას. პრეზიდენტი თვლის, რომ საკუთარი პოზიციის გამოხატვა მოქალაქეების ვალდებულებაცაა:

“ანამ დამირეკა და მითხრა, რომ მოხდა რაღაც დაკავება. მიაჩნია, რომ ეს არის უსამართლობა და მითხრა, რომ ის დააფიქსირებს თავის პოზიციას. მე ვუთხარი – შენ ხარ საქართველოს მოქალაქე, ზრდასრული ადამიანი, რომელმაც მიიღო განათლება და შეგიძლია შენი პოზიციის ფორმირება, შენ ხარ თავისუფალი ნებისმიერ ქმედებაში, რასაც განახორციელებ, ბუნებრივია კანონის ფარგლებში. მე ვთვლი, რომ მას აქვს უფლება, ჰქონდეს თავისი მტკიცე პოზიცია, როდესაც მიიჩნევს, რომ მართალია და არა მარტო ანას. საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება და გარკვეულწილად მორალური ვალდებულებაც, იყოს მართალი თავისი ქმედებების წინაშე და გამოხატოს თავისი პოზიცია”, – განაცხადა პრეზიდენტმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში. რაც შეეხება საკითხს, მიიჩნევ თუ არა პრეზიდენტი, რომ მისი შევილის მეგობრებს უსამართლოდ დევნიან, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქმის დეტალების განხილვაში არ შევა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი: “ამ გამონათქვამის კომენტირებასაც არ გავაკეთებდი…ადეკვატური განცხადება არ არის ეს”
შემდეგი სტატიაეკა მიშველაძის საზმაუდან გათავისუფლება სასამართლომ ბათილად ცნო