ანალიტიკური პროექტი „დიფ სთეითი“ – რუსებმა უკრაინაში კიდევ სამი დასახლებული პუნქტი დაიკავეს

რუსებმა უკრაიანში კიდევ სამი დასახლებული პუნქტი დაიკავეს და პოკროვსკში წინ წაიწიეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული ანალიტიკური პროექტი DeepState-ი ავრცელებს.

პროექტის ანალიტიკოსების ცნობით, რუსებმა ბალაგანის, სლადკოეს და ზატიშიეს დასახლებები დაიკავეს. მათივე ინფორმაციით, პოკროვსკის მიმართულებით რუსებს გარკვეული წინსვლა აქვთ ნოვოეკონომიჩნოესა და ჰულიაიპოლეს მახლობლად.

DeepState-ის ინფორმაციით, ნოემბერში რუსებმა უკრაინის ტერიტორიის 505 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს, აქედან დაახლოებით 40% მხოლოდ ზაპოროჟიეს ოლქში.

უკრაინული მედიის ცნობით, 3 დეკემბრის დილას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, პოკროვსკში მტრის 52 თავდასხმა შეაჩერეს.

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელის, ანდრეი კოვალენკოს თქმით, რუსეთის მცდელობები, დაეკავებინა ზაპოროჟიეს ოლში ჰულიაიპოლეს დასახლება, ჩაიშალა.

banner
წინა სტატიაში“ეს კვირა აქვთ დრო, თუ ალეკო ელისაშვილს არ გარიცხავენ, ორშაბათიდან „მოქალაქეები“, „ძლიერი საქართველო“ და „ალდე“ ოფიციალურად გახდებიან ტერორისტის მფარველი ორგანიზაციები” – შალვა პაპუაშვილი
შემდეგი სტატია“რუსეთის სულ უფრო და უფრო უგუნური ქცევის წინაშე ნატო-ს მეტი ურყევი სიფრთხილე სჭირდება” – ნატო–ს გენერალური მდივანი