ანალენა ბერბოკი – პუტინს სიტყვებით ვერ გააჩერებ, იარაღია საჭირო

პუტინს სიტყვებით ვერ გააჩერებ, იარაღია საჭირო, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა გამოცემა „ბილდისთვის“ დაწერილ სტატიაში განაცხადა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ 100 დღიანი ომის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეცვალა სტრატეგია, „მაგრამ ჯოჯოხეთი გრძელდება.“

„ამიტომ ის ახლა ისვრის უსაფრთხო მანძილიდან. სოფელი სოფლის შემდეგ, ქალაქიდან ქალაქში. ჯერ ბომბები და არტილერია წვიმს, მერე ტანკები გადამწვარი მიწაზე ტრიალებენ. პუტინს იმედი აქვს გამძლეობისა და ჩვენს დაღლილობას. ყველა სოფელს ბუჩას ბედი ელოდება“ – წერს ბერბოკი.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკრაინაზე თავდასხმა ასევე მიმართულია ევროპული მშვიდობის წესრიგის წინააღმდეგ, ვილნიუსში, კრაკოვსა და პოტსდამში, ამიტომ ევროპელები მოქმედებენ როგორც ერთიანი ფრონტი რუსეთის სასტიკი დამპყრობლური ომის წინააღმდეგ.

ბერბოკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიას აქვს ვალდებულება იმოქმედოს, როგორც ყველაზე დიდმა ქვეყანამ ევროკავშირში, „თუნდაც ეს რთული იყოს.“

„ვიდრე უკრაინა არ არის უსაფრთხოდ, არც ევროპაა უსაფრთხოდ. პუტინი თუ არ შეჩერდა უკრაინაში, ყოველთვის არის ახალი აგრესიის საფრთხე. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას“, – წერს ანალენა ბერბოკი.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა სანქციების მე-6 პაკეტი მიიღო
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – დღეს არ არის მომენტი, როდესაც ევროკავშირმა კრიტიკის ჭუჭრუტანიდან უნდა უყუროს საქართველოს, უკრაინასა თუ მოლდოვას, დღეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დრო