ანალენა ბერბოკი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პუტინის წინააღმდეგ რეზოლუციის მიღებას ითხოვს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პუტინის წინააღმდეგ რეზოლუციის მიღებას ითხოვს, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ანალენა ბერბოკმა ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში განაცხადა.

ბერბოკის თქმით, განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი უტევს არა მხოლოდ ევროპულ სამშვიდობო წესრიგს, არამედ გაერო-ს წესდებას, გაერო-შიც არ შეიძლება, იყოს ეს „ჩვეულებრივი საქმე“.

„მიუხედავად ამ სამყაროში არსებული კრიზისისა, ჩვენ არა მხოლოდ გაერო-ს წესდებას უნდა შევუწყოთ ხელი, არამედ ერთად უნდა დავიცვათ იგი. ქარტია არის ჩვენი სამყარო, ჩვენი სიცოცხლის დაზღვევა მთელ მსოფლიოში“, – აღნიშნა ბერბოკმა.

რუსული აგრესიის კონტექსტში, ბერბოკმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ უკრაინიდან გატაცებული ბავშვებისა და ვლადიმერ პუტინის პასუხისმგებლობის საკითხზე.

banner
წინა სტატიაში„ხალხის ძალა“ – გლობალური ომის პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე გვეუბნებიან, რომ არაფრისმომცემ სტატუსს იმ შემთხვევაში მოგვცემენ, თუ ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობას“ დავაბრუნებთ
შემდეგი სტატიამაჭარაშვილი – დროა, ზოგადი ფრაზების ნაცვლად, კონკრეტიკაზე გადავიდეთ, ევროკავშირის მხრიდან როცა საუბარია, რომ პირობები შესრულდეს, უნდა ვთქვათ, რა პირობებზეა საუბარი