ანაკლიისა და ფოთის პორტების პროექტები შეიძლება ჩაიშალოს – გიორგი ქობულია სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ხელისუფლებას აფრთხილებს

ანაკლიისა და ფოთის პორტების პროექტების ჩაშლის საფრთხე – გიორგი ქობულია სკანდალური განცხადებას აკეთებს. გიორგი ქობულია ხელისუფლებას სიფრთხილისკენ და ყველაზე ცუდის სცენარის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს.

ქობულია ამბობს, რომ ხისტმა მიდგომამ შესაძლოა ორივე პროექტს საფრთხე შეუქმნას. ის ასევე, ეკონომიკის სამინისტროს მიერ, ფოთის პორტის მშენებლობის ნებართვის გაუქმებაზე საუბრობს და მომხდარს პოლიტიკურად დამაზიანებელს უწოდებს.

„თუ ჩვენ ძალიან მკაცრად დავდექით ანაკლიის მიმართ, ამავე დროს არ მივეცით ფოთის პორტს ნებართვა, ბოლო ბოლო შეიძლება ერთიც ჩაიშალოს და მეორეც. მე მგონია, რომ ეს არის ყველაზე ცუდის სცენარი, მაგრამ მე განვაცხადე ამ სცენარზე იმიტომ, რომ უნდა ფრთხილად ვიყოთ. უნდა გავიაზროთ ის, რომ არ მოვხვდეთ იმ სიტუაციაში, სადაც ასეთ ნეგატიურ შედეგს მივიღებთ. დღევანდელ დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში, ამ საკითხთან დაკავშირებით, ასეთი ბრძანების გაცემა ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან პოლიტიკურად სენსიტიური საკითხი იყო, მაგრამ, როგორ მოხდა ეს მე ამას ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ მე იქ არ ვიყავი. პოლიტიკურად ეს დამაზიანებელი იყო ეს გაუქმება მმართველი გუნდისთვის,“-აცხადებს ქობულია.

banner
წინა სტატიაშითიბისი თანამშრომლებისთვის ინოვაციურ პროექტს სტარტაპ-დეკრეტს იწყებს
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა 30 მილიონი ლარის ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის გამოყენების საქმეზე სამი პირი ამხილა