ანაკლიის სტრატეგიული პროექტი გააჩერეს

მოლოდინი გამართლდა.
ანაკლიის სტრატეგიული პროექტი გააჩერეს – მთავრობის წინასწარი განცხადებები ამაზე მეტყველებს. ერთი წამითაც არ მინდა ნიშნისმოგება ხაზარაძისთვის, მაგრამ ასე ხდება ყოველთვის:

როცა საქვეყნო ინტერესებით ევაჭრები ივანიშვილს, როცა მთავრობის შეკვეთით და საბანკო მანიპულაციებით ეხმარები სხვა ბიზნესმენების დევნაში, როცა საკუთარი ბიზნესის წინსვლისთვის რენეგატ სალომე ზურაბიშვილს დაუჭერ მხარს, როდესაც საჯაროდ დადგები ძალადობის და სიცრუის მხარეს. როდესაც მტერს და მოყვარეს ვერ გაარჩევ, როდესაც ბიძინას გულის მოსაგებად დევნილი პრეზიდენტის ლანძღვას გაიხდი მთავარ საქმედ.

მაშინ ეგ ლელო საქართველოს კარში გატანილი ლელოა. 😡

…და როდესაც გონება გინათდება 😥 მხოლოდ მაშინ, როცა ზევით, სოლოლაკში ”მოგვარების” ყველა იმედი გადაგეწურება, ამ დროს იწყებ ბიზნესის დევნაზე, ტერორზე საუბარს და ახალი პარტიის შექმნას, ნდობაზე აღარც უნდა იოცნებო.

ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ ასეთ მერყევ პოლიტიკოსებს ვენდოთ, რადგან ოლიგარქიასთან ბრძოლა და მისი დამარცხება მოითხოვს გულწრფელი, გაბედული და პრინციპული პოლიტიკოსების არსებობას და მხარდაჭერას: მხოლოდ ასეთ ხალხს შეუძლია გაუძლოს ივანიშვილის ტერორს და მოსყიდვის ცდუნებას.

 

ნუგზარ წიკლაური

banner
წინა სტატიაშინორა კვიციანი გიგა ბოკერიას აქციის მოწყობით ემუქრება
შემდეგი სტატია(video) მამუკა ხაზარაძე: ბიძინა ივანიშვილმა მითხრა რა უნდა ამერიკელებს შავ ზღვაშიო..