ანაკლიის სასტუმროში, კარანტინში ყოფნისას ქალი გარდაიცვალა

ანაკლიის ერთ-ერთ სასტუმროში, რომელიც კარანტინის სივრცედ გამოიყენება, ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრები, 63 წლის ქალი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის კარანტინში გუშინ, 16 მარტს მოათავსეს. როგორც ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასული ყველა მოქალაქე 5-დღიან კარანტინს გადის.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული იყო
შემდეგი სტატიაგორში ყოფილი საავადმყოფოს შენობის ნაწილი ჩამოინგრა