ანაკლიის საკარანტინო ზონა დატოვეს პირებმა, რომლებიც „სპორტსმენის კლასტერს“ წარმოადგენენ

ანაკლიის საკარანტინო ზონა დატოვეს პირებმა, რომლებიც „სპორტსმენის კლასტერს“ წარმოადგენენ. მათ ინფიცირებულთან უშუალო შეხება ჰქონდათ 28 მარტს წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში, კერძოდ სამუშიების ოჯახში. ამის შესახებ განაცხადა სასტუმრო “პალმ ბიჩის” დირექტორმა მურთაზ ჯოლოხავამ. მისი თქმით, ყველა ჯანმრთელია და თავს კარგად გრძნობს.

„ეს წუთია გავაცილე სამუშიების ოჯახი; განმეორებითმა ანალიზმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა, ყველანი გახარებულები ვართ”,- თქვა მურთაზ ჯოლოხავამ.
ზემოთაღნიშნულ სასტუმროში „სპორტსმენის კლასტერიდან“ 19 პირი იმყოფებოდა, დანარჩენები სოფელ განმუხურში იყვნენ განთავსებულნი.

banner
წინა სტატიაშიფოთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაპაატა დავითაია: „ოქრუაშვილის განაჩენით „ოცნებამ“ დასავლეთი გადააგდო“