ანაკლიის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 71 პირი იმყოფება

სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის ცნობით, კარანტინსა და თვითიზოლაციაში ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის იმყოფება 71 პირი რაც შეეხება თვითიზოლაციას რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 227 პირია თვითიზოლაციაში. თვითიზოლაცია მოეხსნა 920 მოქალაქეს. ეპიდზედამხედველობა დამყარდა სულ 1628 პირზე.

გუშინ, ზუგდიდის ინფექციურში გამოკვლეული 94 ნიმუშიდან ახალი კოვიდ დადებითი არცერთს არ დაუდასტურდა. მათ შორის იყო ქალის ანალიზი, რომელიც კოვიდადებითია,იგი რუხის საავადმყოფოში მკურნალობს. მას მკურნალობის 14 დღიანი კურსის გავლის შემდეგ აუღეს ანალიზი ,მაგრამ ჯერ კიდევ დადებითია, გაუგრძელდება მკურნალიბა და დაელოდებიან შემდეგ ანალიზს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის განყოფილების მიერ დღეს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დამატებით ბიოლოგიური მასალების აღება მოხდება (ზუსტი ციფრი უცნობია.)

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : კორონავირუსით ინფიცირებული 8 ახალი პაციენტიდან ორის მდგომარეობა მძიმეა
შემდეგი სტატიაფოთის „ცხელების ცენტრის“ ორ მცირეწლოვან პაციენტს ლანჩხუთიდან კორონავირუსი არ დაუდგინდა