“ანაკლიის პროექტი დაგვიანდა”-ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ მედიასთან განცხადება გააკეთა.

მინისტრის თქმით, ანაკლიის პროექტი პრიორიტეტული და სტრატეგიულია.

„მე არ მინდა მოვლენებს გავასწრო, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად რამდენიმე დღეა დარჩენილი ინვესტორის დედლაინის ამოწურვამდე. დავაცადოთ, ეს ფორმალური დედლაინი დადგეს, შემდეგ რა თქმა უნდა, სამთავრობო გუნდი შევიკრიბებით და ვნახავთ რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ყოვლად აუცილებელი პროექტი ბოლოს და ბოლოს განხორციელდეს.

ანაკლიის პროექტი დაგვიანდა, 2017 წლიდან ინვესტორის მოთხოვნით ვადების გადავადება ხდება. ტენდერის თავდაპირველი ვადებით, მომავალი წლიდან უნდა გვქონოდა ღრმაწყლოვანი პორტი, სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა“, – აცხადებს თურნავა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” ვალდებულებების შესრულების საბოლოო ვადა 31 დეკემბერს ეწურება.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთს ელექტროენერგია კვლავ „ენგურჰესიდან“ მიეწოდება-თურნავა
შემდეგი სტატიათინა ბოკუჩავამ პარლამენტის ბიუროს დღის წესრიგი დახია (+ვიდეო)