ანაკლიის პორტის პროექტის ჩინეთისთვის ჩაბარება საქართველოს მისადგომებს ჩინეთის ტერიტორიად აქცევს – თედ ჯონასი

ანაკლიის პორტის პროექტის ჩინეთისთვის ჩაბარება საქართველოს მისადგომებს ჩინეთის ტერიტორიად აქცევს – ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, თედ ჯონასმა “პირველებთან” განაცხადა.

იურისტის თქმით, “ეს შეიძლება იქცეს სანქციების არიდების კარიპჭედ რუსეთისთვის”, რადგან ჩინეთი რუსეთთან ურთიერთობაში მთავარი პარტნიორია და დიდი შანსია, რომ მას სანქციებისგან თავის არიდებაში დაეხმარება.

ამ მომენტში ანაკლიის პროექტში დასავლური ფონდები ვერ ჩაერთვებიან, რადგან საქართველოს მთავრობა სანქცრიებულ ჩინურ კომპანისთან თანამშრომლობს.

ამ პროექტის ჩინეთისთვის ჩაბარება საქართველოს მისადგომებს ჩინეთის ტერიტორიად აქცევს, სადაც იკვეთება რუსეთის ინტერესებიც. ეს შეიძლება იქცეს სანქციების არიდების კარიბჭედ რუსეთისთვის. ამით ფორმდება ჩინეთის ქართული საზღვაო წყლების განმკარგველად. მსგავსი შემთვევა მრავლად ყოფილა მაგალითად შრილანკაში.

ჩინეთი რუსეთთან ურთიერთობაში მთავარი პარტნიორია. საქართველოსთან შედარებით რუსეთი ძლიერი ქვეყანაა, მაგრამ საერთაშორისო დონეზე რუსეთი სუსტი და ღარიბი ქვეყანაა, ჩინეთი კი დიდი და მდიდარი, მაგრამ აქ რუსეთს აქვს მისი ინტერესები.ჩინეთის ინტერესია, რომ მსოფლიოს გარშემო გაავრცელოს მისი იმფრასტრუქტურა და დააკავშიროს ისინი ერთმანეთს. რუსეთის ინტერესია რომ ჩინეთმა მისცეს ფული უკრაინაში საბრძოლველად. ჩინეთი ეხმარება რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაშიც, ეს კი კიდევ ერთი მექანიზმია იმისა რომ ჩინეთმა თავი აარიდებინოს რუსეთს სანქციებისგან, რასაც არ მოყვება სარგებელი ქართველი ხალხისთვის”, – განაცხადა თედ ჯონასმა.

დღეს ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ ჩინურ კონსორციუმს ანაკლიამდე ერთი ხელმოწერა აკლია. ცნობილი ხდება, რომ ჩინური კონსორციუმისთვის ანაკლიის პორტის ჩასაბარებლად, მხოლოდ ტექნიკური დეტალებია დარჩენილი და სადავო შეთანხმებას მწვანე შუქს რამდენიმე კვირაში აუნთებენ

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი China Communications Construction Company Limited-ი (CCCC) გამოვლინდა.

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტი, სავარაუდოდ, არაერთ კორუფციულ სკანდალში გახვეულ კომპანიას გადასცა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის ვაჟი ბერა პარიზში, მოსკოვსა და თბილისში მოოქროვილ გალიაში გაიზარდა – NZZ
შემდეგი სტატიაSJC: მაჩალიკაშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას მთავრობა დემონსტრაციულად არ აღასრულებს