“ანაკლიის პორტის პროექტი გრძელდება…უკვე უცხოელი პარტნიორიც ჩაერთვება პროექტის განხორციელებაში” – პრემიერი

“ანაკლიის პორტის პროექტი გრძელდება და შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება სახელმწიფო დაფინანსებით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უცხოელ პარტნიორებთან თანხმდება კონკრეტული პუნქტები და ისინიც მალე ჩაერთვებიან პროექტის განხორციელებაში.

„მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ ეს ვადებს არ ცვლის მარტივი მიზეზის გამო, პირველი ეტაპის სამუშაოები ისედაც თავის თავზე აქვს აღებული სახელმწიფოს. ასე იყო გათვალისწინებული იმ გეგმით, რომელიც თავის დროზე შემუშავდა. დაღრმავებისა და ტალღმჭრელების შექმნის სამუშაოები ფინანსდება უშუალოდ სახელმწიფოს მიერ და ეს პროექტი გრძელდება. ამიტომ ვადებს არანაირად არ ცვლის ის მოლაპარაკებები, რომლებიც გრძელდება კონსორციუმთან. ბოლო ეტაპზე ვართ გასული, არის კიდევ პუნქტები შესათანხმებელი, თუმცა ვფიქრობთ, რომ მალე შეთანხმდება ეს პუნქტები და საბოლოო ჯამში უკვე უცხოელი პარტნიორიც ჩაერთვება ამ პროექტის განხორციელებაში. მანამდე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პროექტი გრძელდება და შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება სახელმწიფო დაფინანსებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში“დისკუსიაში ვერ შემოდიან ვერც ერთ თემასთან დაკავშირებით” – კობახიძე BBC-ის რეპორტაჟზე და “ოცნების” მოწინააღმდეგეებზე
შემდეგი სტატია“ელჩებსაც შევთავაზეთ დისკუსია, ოპოზიციასაც, აქციის მონაწილეებსაც, მაგრამ არავინ გამოვიდა” – კობახიძე