ანაკლიის პორტის ორი ახალი ინვესტორი ოფიციალურად დღეს დასახელდება

ორი უმსხვილესი ინვესტორის ვინაობა, რომლებთანაც მოლაპარაკებები ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა წარმატებით დაასრულა, დღეს ოფიციალურად დასახელდება. ამერიკული “კონტი ჯგუფის” ნაცვლად პროექტში მონაწილეობა ყაზახურ და ჰოლანდიურ კომპანიებს სურთ.

ჰონგ-კონგში მდებარე “მერიდიანს”, რომელიც საინვესტიციო ბაზარზე 2002 წლიდან ოპერირებს, ძირითად პროექტებს რუსეთში, აზია-კასპიის რეგიონსა და აღმოსავლეთ ევროპაში ახორციელებს. ჰოლანდიური კომპანია “ვან ორდი” კი გემი “ათენას” მფლობელია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან დამაღრმავებელ ტექნიკად ითვლება. დაუჭერს თუ არა ხელისუფლება მხარს ამ ორ კომპანიას ეს ორ კვირაში გახდება ცნობილი.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალური დირექტორის განცხადებით, იმის მიხედვით, თუ რა რეაგირებას მოახდენს მთავრობა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი გადაწყვეტს, რა ინფორმაციას გააჟღერებს.

“გვყავს ის 2 ინვესტორი, რომელთანაც მიმდინარეობს საუბარი და მათი მზაობა პროექტში მონაწილეობასთან მიმართებაში არის. უნდა დაველოდოთ მთავრობას, კიდევ ერთი ბურთი მათ მხარეს არის და აქედან გამომდინარე, როგორც კი ისინი რაღაც რეაგირებას მოახდენენ, იმის მიხედვით გადავწყვიტთ რას ვიზამთ ჩვენ და რა ინფორმაციას გავაჟღერებთ მომავალში,” – აცხადებს ლევან ახვლედიანი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა
შემდეგი სტატიაქობულეთში ბაზის ნაკბენით მამაკაცი გარდაიცვალა