ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით პარლამენტში მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ

ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით 21 მარტის პლენარულ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ.

აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ ცქიტიშვილი პარლამენტში საკუთარი ინიციატივით მიდის.

“მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტმა განსაკუთრებული საჯარო ინტერესი გამოიწვია, მათ შორის საჯაროდ გაჟღერდა საქართველოს პარლამენტის წევრების სურვილი საკითხის საპარლამენტო ფორმატში განხილვის თაობაზე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 154-ე მუხლის შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, უახლოეს სასესიო კვირაში მომისმინოთ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის განხორციელების შესახებ”, – ნათქვამია მაია ცქიტიშვილის მიერ ირაკლი კობახიძის სახელზე გაგზავნილ წერილში.

მაია ცქიტიშვილის მოსმენა 21 მარტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში აისახა.

banner
წინა სტატიაში“ქალბატონი თეა წულუკიანი გენდერულად არასენსიტიურია,” – თინა ბოკუჩავა მის სილამაზეზე წულუკიანის განცხადებას პასუხობს
შემდეგი სტატიასამართალდამცველებმა ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეტადონი“ ამოიღეს