ქვეყნის სატრანსპორტო სექტორის განვითარების კონტექსტში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.ს.
„ამჟამად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერიტორიაზე უკვე დაღრმავებითი სამუშაოები არის დაწყებული. ჩვენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ და შეიცვალა ანაკლიის პორტის ოპერირების მოდელი, რითიც გვექნება შესაძლებლობა, რომ, ერთი მხრივ, პორტი იყოს, რა თქმა უნდა, ქართული მფლობელობის და, მეორე მხრივ, არსებული მოდელი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენ პორტის ოპერირებაში უზრუნველვყოთ ჩვენი არაერთი საერთაშორისო პარტნიორის ჩართულობა“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკის და სატრანსპორტო სექტორის განვითარებას, არამედ უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში.















