ანაკლიის პორტის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა – “ლელო” ექსპერტებთან ერთად პროექტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემის საფრთხეებზე მსჯელობს

ანაკლიის პორტის პროექტი, გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და საფრთხეები, რომელიც რეალური გახდა. დილიდან პარტია “ლელო” ექსპერტებთან ერთად, ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშნელობის მქონე პროექტის ჩინური კომპანიისთვის ჩაბარების საფრთხეების შესახებ მსჯელობს.

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, China Communications Construction Company Limited-ი (CCCC)-ის შემოყვანა პროექტში, ძალიან დიდი რისკის ქვეშ აყენებს ამ საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტს.

ანაკლიის პროექტი თავიდანვე იყო უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ქვეყნის უსაფრთხოების. “ქართულმა ოცნებამ” მოკლა ეს პროექტი. ახლა, როგორც ჩანს რუსეთის თანხმობით დაიწყეს ჩინური კომპანიის შემოყვანა ამ პროექტში, ისე ჩინური კომპანიი, რომელსაც აქვს ძალიან ცუდი რეპუტაცია. ცნობილია, რომ იმ პროექტებში, სადაც ეს ჩინური კომპანია იყო, ყველგან კორუფციული სკანდალია. ჩვენ ვხედავთ, “ქართული ოცნების” კოორდინაციას ისეთ პარტნიორთან, რომლის რეპუტაციაც არის საეჭვო და რომლის ამ პროექტში შემოყვანით, პროექტიც თავისთავად დადგება ძალიან დიდი რისკის ქვეშ”, – ამბობც ბადრი ჯაფარიძე.

ექსპერტები კი რუსეთის ჩარევაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ სწორედ ანაკლიის პროექტის ჩინური კომოპანიისთვის გადაცემა “რუსეთის თამაშია”.

დასავლური წარმომადგენლობა თუ ჩანაცვლდება რუსეთის მოკავშირე ავტორიტარული რეჟიმებით და მათი წარმომადგენლობით, რომელიც არ ექვემდებარება ცივილიზებული თამაშის წესებს, ცხადია, რომ ეს არის რუსეთის თამაში. ივანიშვილი ცდილობს, თავისი ეკონომიკური უსაფრთხოების შექმნას და თავისი უსაფრთხოების პოლიტიკის დივერსიფიცირებას და ამას არავითარი საერთო არ აქვს ეროვნულ ინტერესებთან”, – ამბობს ნინო კალანდაძე.

თუ ანაკლიის პორტს ამ ქვეყანაში უყურებს როგორც მხოლოდ ეკონომიკურ პროექტს, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. თუ ამას უყურებთ იმად, რაც სინამდვილეში არის, ანუ საქართველოს თავდაცვის ზღუდე, ერთადერთი წერტილი, სადაც საქართველოს შეეძლება სამხედრო გემების მიღება და მსგავსი ტიპის ამბებისთის, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიოანობას უკავშირდება, მაშინ შეუძლებელია, ამ ტიპის საქმიანობაში მთავარი პარტნიორი გყავდეს კომუნისტური პარტია”, – ამბობს თინა ხიდაშელი.

“ლელოს” მიერ ორგანიზებული უსაფრთხოების კონფერენციის პარალელურად, კი ცნობილი ხდება, რომ ჩინური კონსორციუმისთვის ანაკლიის პორტის ჩასაბარებლად, მხოლოდ ტექნიკური დეტალებია დარჩენილი და სადავო შეთანხმებას მწვანე შუქს რამდენიმე კვირაში აუნთებენ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი China Communications Construction Company Limited-ი (CCCC) გამოვლინდა.

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტი, სავარაუდოდ, არაერთ კორუფციულ სკანდალში გახვეულ კომპანიას გადასცა.

banner
წინა სტატიაშიSOLO-ს,Visa-ს და Bolt-ის შეთავაზება ქართველ გულშემატკივრებს UEFA EURO 2024-ის ფარგლებში
შემდეგი სტატიაბეჟაშვილი – როგორც ჩანს, ივანიშვილი ოხანაშვილს უფასებს რუსულ კანონთან დაკავშირებულ „გმირობას“ და შესაძლებელია, მისი კანდიდატურა განიხილებოდეს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე