“ანაკლიის პორტი შეერთებული შტატებისა და საქართველოს მზარდი ეკონომიკური ურთიერთობების მაგალითია”

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ელჩ იან კელის განცხადებას ავრცელებს.
„აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ რეგიონულ სატრანსპორტო ჰაბად საქართველოს გადაქცევის გეგმამ ამ კვირაში დიდი ნაბიჯით წაიწია წინ.
ვულოცავთ ამერიკულ კომპანია „კონტი გრუპსა“ და მის ქართველ პარტნიორ „თი-ბი-სი ჰოლდინგს,“ რომლებიც ანაკლიის პორტის მშენებლობისათვის შეარჩიეს. პროექტი საქართველოს ასე საჭირო ღრმა პორტს შემატებს და მას გლობალურ სატრანზიტო გადაზიდვებში ჩართავს. ანაკლიის პორტი შეერთებული შტატებისა და საქართველოს მზარდი ეკონომიკური ურთიერთობების მაგალითია”,-ნათქვამია იან კელის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ეროვნული ბანკის კეთილსინდისიერად მუშაობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია
შემდეგი სტატიაბათუმში ნატოს 4 ხომალდი შემოვიდა