“ანაკლიის პორტი” ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა

შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ 100 პროცენტი წილი, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მართვის უფლებით გადასცეს. ამის შესახებ მთავრობის 2025 წლის 18 დეკემბრის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი მართვის უფლებით, უსასყიდლოდ, პირდაპირი გადაცემის ფორმით, არსებობის ვადით გადაეცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუწველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.”, – წერია მთავრობის განკარგულებაში.

შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ სახელმწიფომ 2023 წელს დააფუძნა.

2024 წლის მაისიდან საქართველოს ხელისუფლებას ანაკლიის პროექტის ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენილი ჰყავს ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი, რომელთან ხელშეკრულების გაფორმების თარიღი გამუდმებით იცვლება, შესაბამისად, ამ კონსორციუმთან ხელშეკრულება დღემდე არ არის გაფორმებული.

მიუხედავად ამისა „ოცნების“ მთავრობის ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ „2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მზად იქნება მიიღოს პირველი გემი და ტვირთების დამუშავება დაიწყოს“.

banner
წინა სტატიაშიტროტუარზე პროტესტის გამო აქტივისტებს სასამართლოში იბარებენ
შემდეგი სტატია“პარლამენტი სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების შესასწავლად სპეციალურ კომისიას შექმნის” – შალვა პაპუაშვილი