“ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა მხოლოდ დასავლური ინვესტიციებით, შავი ზღვის უსაფრთხოებით და საქართველოს ინტერესების დაცვით არის შესაძლებელი. მისი თქმით, მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი, რომ აქ ჩინური ინვესტიციების ნაწილი შემოვიდეს.
არის ძალიან მკაფიო გზავნილი საქართველოს ე.წ. ხელისუფლებისადმი, რომ ანაკლიის პორტი უნდა განვითარდეს აშშ-ს და ევროპული პარტნიორების მონაწილეობით, რამეთუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და ქვეყნის უსაფრთხოება პირდაპირ არის დამოკიდებული, თუ ვის ექნება გასაღები ჩვენი სტრატეგიული პორტის. ეს უნდა იყოს ქართველების, ევროპელების და აშშ-ს ხელში. ამის მერე შესაძლებელია ნებისმიერი ქვეყნის ინვესტიციების მოზიდვა, ჩინეთი იქნება ეს თუ სხვა ქვეყანა. ამიტომ, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ჩვენი მშვიდობისთვის და რაც ყველაზე მთავარია, ეკონომიკის სწრაფი აღმავლობისთვის.
კიდევ გაგრძელდება სანქციები. სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ “ქართული ოცნების” ე.წ. ხელისუფლება ვერ გრძნობს საშიშროებას, – ამბობს ხაზარაძე.
რეჟიმმა შტატებისგან უკანასკნელი გაფრთხილება მიიღო. ჩინელებთან ხელშეკრულების საბოლოოდ გაფორმებამდე დრო ჯერ კიდევ არის. თუ მაინც სტრატეგიული პორტის მშენებლობა კომუნისტური ჩინეთს ჩააბარეს, ოპოზიცია ფიქრობს, რომ ეს უპასუხოდ არ დარჩება. შავი ზღვის უსაფრთხოების გაწირვა შესაძლოა, ოლიგარქს პირადი სანქციების ფასადაც დაუჯდეს.