ანაკლიის პორტი არა მამუკა ხაზარაძის, არამედ სახელმწიფოს პროექტია – წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებებს პასუხობს

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, თუ მამუკა ხაზარაძეს პოლიტიკაში შემოსვლა სურს, ამას არავინ უკრძალავს, თუმცა მისივე თქმით, მას არ შეუმჩნევია, რომ ეს არის ხაზარაძის მიზანი. რაც შეეხება ანაკლიის პორტს, წულუკიანის თქმით, ის არ არის მხოლოდ მამუკა ხაზარაძის პროექტი

„ანაკლია არის სახელმწიფოს პროექტი, სახელმწიფომ გამოაცხადა ტენდერი და მოისურვა ანაკლიის პორტის მშენებლობა. თითქოს მამუკა ხაზარაძემ ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, რომ აქ მე პორტს ავაშენებ და ეს ქვეყნისთვის კარგია, ეს ასე არ არის. სახელმწიფო როდესაც პროექტს ახორციელებს და ჰყავს დაქირავებული, ტენდერში გამარჯვებული ადამიანი, საკუთარი პროექტის ჩავარდნა რატომ უნდა უხაროდეს. ამიტომ მე ერთს მეორესთან არ დავაკავშირებდი. სპეკულაციები, რომ კითხვები, რაც მამუკა ხაზარაძის მიმართ ისმის საბანკო საქმიანობის ნაწილში, ანაკლიის პორტს დაუკავშირონ, არის ოპოზიციის მცდელობა, რომ ეს საკუთარ თემად აქციოს. არ მგონია, რომ მამუკა ხაზარაძე იმდენად გამოუცდელი იყოს, რომ ამ მახეში გაებას”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში სიჩქარის კონტროლის 8 ახალი სექცია აამოქმედა – ქვეყნის მასშტაბით 2086 ვიდეოკამერა ფუნქციონირებს
შემდეგი სტატიათიბისი გალერეაში მარტინ პარის წიგნის – „Martin Parr Tbilisi“ პრეზენტაცია შედგა და გამოფენა – „თბილისი მაგნუმის წიგნებში“ გაიხსნა