“ანაკლიის პორტამდე მიმავალი გზის და რკინიგზის მშენებლობა შეწყდა”

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე ამბობს, რომ ანაკლიის პორტამდე მიმავალი გზისა და რკინიგზის მშენებლობა დროებით წყდება.

მისი თქმით, გზისა და რკინიგზის მშენებლობის ვალდებულება სახელმწიფომ ანაკლიის კონსორციუმთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში აიღო.
“სახელმწიფოს გზის და რკინიგზის მშენებლობის ვალდებულება ამ კონკრეტული [კონსორციუმთან გაფორმებული] ხელშეკრულების ფარგლებში ჰქონდა. აუცილებელია არსებობდეს პორტი იმისთვის, რომ გზა ავაშენოთ. ჩვენ ანაკლიის გზისა და რკინიგზის პროექტი პრაქტიკულად გვაქვს, ტექნიკური დამუშავება მიმდინარეობს. ახლა იმაზეა საუბარი, სახელმწიფომ ასობით მილიონი ლარი უნდა დახარჯოს თუ არა იმ გზისთვის, რომლის პორტიც ჯერ არ აშენებულა და მომავალში გვაქვს იმედი, რომ აშენდება,” -აცხადებს ინფრასტრუქტურის მინისტრის მაოდგილე.

banner
წინა სტატიაშიხობში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
შემდეგი სტატიამატროსოვის ციხეში ირაკლი ოქრუაშვილმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა